მინისტრმა პროფესიული კოლეჯი ”იკაროსი” მოინახულა
23.03.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მორიგ პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროსს” ეწვია. ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და დამსაქმებლის მოთხოვნაზე- მოამზადოს კვალიფიციური კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა მოთხოვნადი სფეროსთვის.

”იკაროსში” მოქმედებს 4 თვიდან 2 წლამდე სასწავლო პროგრამები 14 სპეციალობაში: ბარმენი, მზარეული, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის სპეციალისტი, მიმტანი, სასტუმროს საქმის მწარმოებელი, მიმღები-რეცეფციონისტი, სარესტორნო  საქმისმწარმოებელი, მზარეული და სხვ. 

ცენტრი უზრუნველყოფილია  უახლესი და თანამედროვე მატერიალურ - ტექნიკური ბაზით,  გააჩნია პრაქტიკული მეცადინეობებისათვის საჭირაო კლასები პროფესიების მიხედვით და სახელოსნოები (სამზარეულო, საკონდიტრო, სერვირების სასწავლო კლასი, ბარი, რეცეფციის კლასი, ფლერინგის სავარჯიშო ოთახი, საინფორმაციო-ტექნოლოგიების კაბინეტები). 

სექტემბრიდან გათვალისწინებულია ახალი პროგრამებით  გიდების, ტუროპერატორების, კონდიტერების და ლიფტების/ესკალატორების ელექტრომექანიკოსების მოსამზადებელი სპეციალობების დამატება. ამ უკანასკნელის მოსამზადებელი პროგრამის კურსს  ამ დარგის გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტები წაიყვანენ, მათ მიერ მომზადებული პროფესიონალური კადრები მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია იქნება.