პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი დაუბრუნდა
07.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ საჯარო სკოლას ძველი სახელი - ”თბილისის კლასიკური გიმნაზია” დაუბრუნდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა სკოლის დირექტორს ამირან ჯამაგიძეს მინისტრის შესაბამისი ბრძანება გადასცეს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის ახალი აბრა წარუდგინეს.

პირველი საჯარო სკოლისათვის ისტორიული სახელის დაბრუნება სკოლის მოსწავლეთა, პედაგოგთა, კურსადმათვრებულთა და მშობელთა სურვილის საფუძველზე მოხდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მათი თხოვნა გაითვალისწინა და სკოლისთვის  აღიარებული  სახელის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულება 209 წლისაა. კლასიკურ გიმნაზიაში არაერთი  სახელოვანი ადამიანი აღიზარდა, ძველი სახელის დაბრუნება კი, პედაგოგებსა და მოსწავლეებს კიდევ ერთ სტიმულს მისცემს.