2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა დაიწყო. 2011 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 4 დისციპლინაში მიიღებს მონაწილეობას. ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის გუნდებს წელს პირველად ბიოლოგიის ნაკრებიც შეუერთდება. შესარჩევი წერითი ტურები სამ დისციპლინაში ქ. თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის წერას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური დააკვიდნენ.
შესარჩევ ტურებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული 50-მდე VIII-XII კლასის მოსწავლე მონაწილეობს. მათ შორის 2010 წლის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი ცოტნე ტაბიძე. წერითი ტურების შემდეგ შეირჩევიან ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტი მოსწავლეები, რომლებიც ერთთვიან სპეციალურ მომზადებას თბილისსა და ბაკურიანში გაივლიან.
საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით სულ 19 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მიმდინარე წლის ივლისში ტაილანდში, ტაივანსა და ნიდერლანდებში გაემგზავრებიან.
Shota Rustaveli National Science Foundation under the Ministry of Education and Science of Georgia has started the contest for the membership of the National Olympic Team. The National Olympic Team of Georgia will take part in International Olympics in 4 disciplines (Physics, Mathematics, Informatics and Biology). The participants of the contest took written test in Physics, Mathematics and Biology at Tbilisi Public School № 51. The Deputy Minister of Education and Science Irine Kurdadze observed the proceeding of the test.
About 50 schoolchildren of 8th and 12th grades who are the winners of the National Olympics take part in the contest. The Golden Prize winner of last year’s International Olympics in Informatics Tsotne Tabidze is the participant of the contest. The members of the National Olympic Team will be selected though the test and they will pass the special trainings in Tbilisi and Bakuriani.
19 schoolchildren from Georgia will go to Thailand, Taiwan and Netherlands for participation in the International Olympics.
Shota Rustaveli National Science Foundation under the Ministry of Education and Science of Georgia is organizing the training of the National Olympic Team for the third time.