მიხეილ სააკაშვილმა ახალი სკოლა გახსნა და პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახლი საჯარო სკოლა გახსნა. პრეზიდენტმა სკოლების რეაბილიტაცია და სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
ტაძრისის საჯარო სკოლაში მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და განათლება სახელმწიფოს განვითარების მთავარ ქვაკუთხედად დაასახელა. პრეზიდენტის თქმით, განათლების სისტემა ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისაა, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწის საქმიანობა.
“ჩვენ გვინდა გავზარდოთ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები, ავტონომიური პიროვნებები", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ დღევანდელ საზოგადოებაში სწორედ ასეთი ადამიანები იპოვნიან საკუთარ ადგილს და მიაღწევენ წარმატებას.
პედაგოგებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განათლების რეფორმის თითქმის ყველა მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა ისაუბრა მასწავლებლის როლზე და სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასის მომატებაზე; არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებაზე და ამ მიზნით, ბილინგვური სახელმძღვანელოების მნიშვნელობაზე; მოსწავლეთა დასწრებაზე; მანდატურის სამსახურის შემოღებით სკოლებში წესრიგის აღდგენაზე; სასკოლო ოლიმპიადებზე; პროფესიული განათლების აუცილებლობაზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა 60 ათასი პირველკლასელისთვის საჩუქრად ნეტბუქების გადაცემას, რომელიც საქართველოში დამზადდება და მას არა მხოლოდ მოსწავლეები, მასწავლებელიც მიიღებს.
ტაძრისის სკოლა, რომლის მშენებლობაც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა 400 მოსწავლეზეა გათვლილი (ამჟამად 303 მოსწავლე სწავლობს). სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, კომპიუტერების ოთახი, სამეცნიერო ლაბორატორია. აინშტაინის პროგრამის ფარგლებში სკოლას ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები გადაეცა.
ტაძრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონფერენციებში. საქართველოს პრეზიდენტმა მათგან ორი, მეცხრეკლასელი მამუკა გოგოლაძე და მერვეკლასელი ნათია სამსონიძე წარმატებული სწავლისთვის პორტატული კომპიუტერებით დააჯილდოვა.