საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მაია სიდამონიძემ ტურიზმის მიმართულებით დამტკიცებული ახალი პროფესიული სტანდარტები წარადგინეს.
სამუშაო ჯგუფმა სულ 8 სტანდარტი შეიმუშავა და თითოეული მათგანი პროფესიულ სასწავლებლებში სხვადასხვა საფეხურებზე ისწავლება:
• გიდი (პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე )
• ტუროპერატორი (მესამე, მეოთხე, მეხუთე)
• მზარეული (პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე)
• კონდიტერი (მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე)
• მიმღებ- რეცეფციონისტი (მესამე)
• ბარმენი (მესამე)
• სარესტორნო საქმის მწარმოებელი (მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე)
• სასტუმრო საქმის მწარმოებელი (მესამე, მეოთხე, მეხუთე)
ახალი სტანდარტების მიხედვით სწავლების ხანგრძლივობას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ.
დოკუმენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივად შეიმუშავეს. სტანდარტის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ ტურიზმის სფეროში მოღვაწე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დამსაქმებლები (სასტუმტოების ქსელები, რესტორნების ქსელები, ტუროპერატორები) და ექსპეტრები.