სააღდგომო საჩუქრები ჭიათურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს
22.04.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცა და დაასაჩუქრა. გია მამულაშვილმა ბავშვებს სათამაშოებთან ერთად საბავშვო ჟურნალი ”ჯუნიორიც” გადასცა.

ჭიათურის მე-12 სკოლა პანსიონში 6-დან 17 წლამდე ასაკის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ.  სკოლა-პანსიონს სულ 32 მოსწავლე ჰყავს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ჭიათურის სკოლა-პანსიონში უკვე მეორედ იმყოფებოდა.