საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ”ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამის ფარგლებში კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძეც დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა პროექტის გამოწვევებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე ისაუბრეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას ”ასწავლე საქართველოსთვის” უკვე მეორე წელია საქართველოს 10 რეგიონის 49 სკოლაში ახორციელებს. მაღალმთიან სოფლებში სულ 68 კონსულტანტ-მასწავლებელი ასწავლის. პროგრამის მიზანია რეგიონებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და იქ, სადაც კვალიფიციური მასწავლებლის განსაკუთრებული საჭიროებაა ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 28-30 აპრილს პროგრამის მონაწილეებს ინკლუზიურ განათლებაში ტრეინინგს ჩაუტარებს.