ფოტო კონკურსი „მე ვამაყობ...“
21.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის აცხადებს ფოტო კონკურსს, „მე ვამაყობ...“

კონკურსის პირობები:
  • ატვირთეთ ფოტო საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს ოფიციალურ facebook- ის გვერდზე (Ministry of Education and Science of Georgia)
  • ფოტო მასალის ატვირთვა გაგრძელდება 2011 წლის 20 ივნისამდე;
  • კონკურსის ფარგლებში ატვირთული ფოტო მასალა შეფასდება თქვენს მიერ, გამარჯვებულები გამოვლინდებიან Like-ების რაოდენობის მიხედვით;
  • ატვირთული მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს თემატიკასთან;
  • ყველა ფოტო, რომელიც არ პასუხობს თემატიკას და არის უცენზურო ავტომატურად წაიშლება გვერდიდან;
  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან 1 ივლისს, 18:00 საათზე;
  • გამარჯვებული დაჯილდოვდება ლეპტოპით.