პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
22.05.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა კონფერენციას დაესწრნენ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ყველა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორები, მასწავლებლები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანი პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა განვითარებაა. ღონისძიებაზე საუბარი იყო, პროფესიული განათლების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, წარმატებული პროფესიული სასწავლებლების გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმებზე.

მასწავლებელთა და სხვა დამწრე საზოგადოების შეკითხვებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებმა უპასუხეს.