პირველ ექპერიმენტულ სკოლას ძველი სახელი დაუბრუნდა
04.02.2010
3 თებერვალს თბილისის 189-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მშობლიური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მათი ყველაზე დიდი სურვილი აუსრულა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 189-ე საჯარო სკოლას ძველი სახელი - №1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლა ეწოდა.

4 თებერვალს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ სკოლის დირექტორს ზაზა გრიგალაშვილს მინისტრის შესაბამისი ბრძანება გადასცა და მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სკოლის ძველი აბრის ახალი აბრით შეცვლის პროცესში.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მოსწვლეებისა და მასწავლებლების დიდი სიხარული გამოიწვია.