მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ
05.06.2011
მანდატურები და თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული იხილეს“.

მანდატურების თქმით “ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  თავადაც გვაქვს სურვილი შევიტანოთ გარკვეული წვლილი  ბავშვების სწორად აღზრდაში.”

მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.  მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.

მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.