საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრენინგს გაივლიან და ახალი სასწავლო წლიდან აჭარის, იმერეთის, რაჭისა და კახეთის რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. სექტემბერში, მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.