საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ინკლუზიური სწავლების ათი წარმატებული და გამორჩეული პედაგოგი დააჯილდოვა.
დაჯილდოვებული პედაგოგები წლების განმვალობაში ეფექტურად მუშაობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, გამოირჩევიან ადეკვატური დამოკიდებულებით მათ მიმართ, კარგად ფლობენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობის ტექნიკას, წარმატებულად თანამშორმლობენ მშობლებთან და მაქსიმალურად უწყობენ ხელს მოსწავლეების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.
მასწავლებელთა შერჩევა მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შექმნილი კრიტერიუმების მიხედვით, რომელზე დაყრდნობითაც 2 თვის გამავლობაში ხდებოდა მასწავლებლების იდენტიფიცირება სკოლებში.
პედაგოგებს საჩუქრად 500, 400 და 300 ლარიანი ელექტოსაქონლის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ- ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს მასშტაბით ასზე მეტ სკოლაში მიმდინარეობს. სამინისტრო ხელს უწყობს სკოლებს, მოახდინონ გარემოს ადაპტირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებითვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე სკოლაში პედაგოგების რესურსის გაძლიერებაა, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი განათლების მიწოდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის ინკლუზიური განათლების საკითხებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად 100.000 ლარზე მეტს ხარჯავს.
განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ ინკლუზიური განათლების დანერეგვა 2005 წლიდან თბილისის 10 საპილოტე სკოლაში დაიწყო. 7 წლის განმავალობაში აღნიშნულ სკოლებში პედაგოგებს დაუგროვდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაიზარდა ინკლუზიური განათლების მასშტაბებიც. ამჟამად თბილისში 60-მდე იკლუზიური სკოლაა, სადაც მასწავლებლები ინკლუზიური განათლების ეფექტურად წარმართვაში მნიშნელოვან როლს თამაშობენ.