საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე,
მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე,
საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა:
- საუკეთესო მოსწავლე-თბილისის №122 საჯარო
სკოლის მეათე კლასის მოსწავლე სანდრო სახვაძე;
- საუკეთესო მასწავლებელი - აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის
ფიზიკა-მათემატიკური №42 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ეთერ ელოშვილი;
- საუკეთესო მასწავლებელი - პროექტის ”ასწავლე და ისწავლე
საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, გერმანელი
მოხალისე პედაგოგი
კათრინ
ბრემი;
- საუკეთესო სკოლის დირექტორი - 157-ე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბუნტური;
- საუკეთესო მანდატურები - ქუთაისის №30 საჯარო სკოლა - ეკა ენუქიძე, რუსთავის №10 საჯარო სკოლა - ივანე გოგინაშვილი, გორის №3 საჯარო სკოლა - ზურაბ ლაღიძე;
- საუკეთესო საჯარო
სკოლა - თბილისის №10
საჯარო სკოლა;
- საუკეთესო კერძო სკოლა
-ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ,,თბილისი’’;
- საუკეთსო რესურსცენტრის
ხელძღვანელი - ყვარლის რესურსცენტრის უფროსი -ქეთევან ჭიპაშვილი.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ
ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა,
რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ
მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც.
რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
მომავალშიც
ყოველწლიურად გამოვლინდება წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი,
მანდატური, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის
ხელმძღვანელი.