მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა დამტკიცდა
17.06.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მიზნად ისახავს პედაგოგების უწყვეტ პროფესიულ ზრდას. სქემაში ჩართვა მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუძლიათ. მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები  მათ შორის-ტრენინგები, სემინარები, ოლიმპიადებში გამარჯვება, წიგნების თანაავტორობა და ა.შ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. საქართველოში ის პირველად შემუშავდა.