მანდატურები და წლის საუკეთესო მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ
თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და 2011 წლის საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა და მოსწავლეებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათავლიერეს. მოსწავლეებმა მუზეუმში ასევე ოქროს ფონდის ექსპოზიციების დათვალიერება შეძლეს.
მანდატურის სამსახური მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.
მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში.
ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.
თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და 2011 წლის საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა და მოსწავლეებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათავლიერეს. მოსწავლეებმა მუზეუმში ასევე ოქროს ფონდის ექსპოზიციების დათვალიერება შეძლეს.
მანდატურის სამსახური მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს. მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ყვარელის, გორის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ.
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.