საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს საქართველოს მასშტაბით გახსნილია 15 საგამოცდო ცენტრი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის რეგიონალური ინფრასტრუქტურა არ იძლევა ტესტების განთავსების შესაძლებლობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები შეინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურ ცენტრებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, უმაღლეს დონეზე იყოს უზრუნველყოფილი ტესტების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის.