ბაკალავრების გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ილიას უნივერსიტეტში
25.06.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  და ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორი,  პროფესორი გიგი  თევზაძე ბაკალავრების  გამოსაშვებ  საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ბაკალავრების გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად, ივნისის ბოლო შაბათის დილას იმართება.

2011 წელს  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტს 5 ფაკულტეტის 40-მდე სპეციალობის 2000-ზე  მეტი   ბაკალავრი   ამთავრებს. დიმიტრი შაშკინმა სტუდენტებს    უნივერსიტეტის დამთავრება  მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა. შეკრებილი აუდიტორიის წინაშე გამოსამშვიდობებელი სიტყვით კონკურსში გამარჯვებული კურსდამთავრებული  ოთო ხუციშვილი წარსდგა. 

ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტი იყო პირველი, რომელმაც ბაკალავრების სწავლის დამთავრების ასეთი მასობრივი ღონისძიების ტრადიცია დაამკვიდრა საქართველოში. პირველად, 2007 წელს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მანტიებში გამოწყობილმა ბაკალავრებმა ქუდების აყრით აღნიშნეს მათთვის ახალი ცხოვრების დაწყება. 

ოფიციალური  ნაწილის  დასრულების  შემდეგ  ილიაუნის  როკ-ფესტივალის გამარჯვებულმა სტუდენტურმა ჯგუფმა  “The Pulse”  კონცერტი გამართა.