ირინე ქურდაძემ გორის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს მედლები გადასცა
19.07.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და გორის გამგებლის მოადგილემ ივანე ხორგუაშვილმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გორის რაიონის  სკოლების 50-მდე წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცეს.

გორის რაიონის სკოლების მოსწავლეებმა  საატესტატო გამოცდებზე კარგი შედეგები აჩვენეს, რამდენიმე მოსწავლე ქულების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პირველ  ასეულში მოხვდა და საქართველოს პრეზიდენტისაგან პორტატული კოპიუტერები მიიღეს.  2010-2011 წლისათვის გორის რაიონში 46  ოქროსა და 63 ვერცხლიმედალოსანი ჰყავს.  მედლების გადაცემა გორის მე-7  საჯარო სკოლაში განხორციელდა.

პრეზიდენტის ინიციატივით,  მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა  და 1122  ვერცხლის მედალი გაიცემა.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები  ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი  ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.