მანდატურების საჩუქარი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს
31.07.2011

მანდატურებმა  სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების აღსაზრდელებს სიურპრიზი მოუმზადეს. სამტრედიის სპეციალური საჭიროების ბავშვები მანდატურებმა ქუთაისის „აკვაპარკში“  წაიყვანეს.  მოზარდები  „აკვაპარკში“  მთელი დღის განმავლობაში ერთობოდნენ.

სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის სკოლის მანდატურების სტუმრობა კვლავაც გაგძრძელდება, მათი მიზანია იზრუნონ სკოლის მოსწავლეების და მსაწვალბელების  უსაფრთხოებაზე.  ქუთაისის სკოლის მანდატურები  სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდებს  კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.

სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11დან  16 წლამდე ასაკის 20 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.