საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოსთან და საქართველოს არქიტექტორთა
კავშირთან ერთად, საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მიზანია, ღია
შეჯიბრების პრინციპებზე დაყრდნობით, შეირჩეს თანამედროვე სასწავლო სივრცეების
კონცეპტუალური პროექტები, რომელთა შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება
საქართველოს სპეციფიკა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რათა სასკოლო გარემო
საზოგადოების მოთხოვნებსა და თანამედროვეობას მაქსიმალურად პასუხობდეს. კონკურსში
მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის სტუდენტებსაც,
შეუძლიათ. კონკურსში გამარჯვებული ექვს ნომინაციაში გამოვლინდება და საპრემიო
ფონდი 10 000 ლარს იქნება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ
შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (www.mes.gov.ge) და საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ვებ–გვერდებზე (www.esida.ge).