სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ
10.08.2011

გრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.

2010-2011 წლისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 40  ოქროსა და 54 ვერცხლიმედალოსანია.  მედლების გადაცემა ქალაქ ზუგდიდის მე-2  საჯარო სკოლაში განხორციელდა.
პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა  და 1122  ვერცხლის მედალი გაიცემა.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები  ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი  ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.