სკოლის მანდატურებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს
21.08.2011
მანდატურებისა და გარემოს დაცვის სამინსიტროს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში  ამჯერად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია მთელი დღის განმავლობაში სუფთავდებოდა. აქციაში 200 მანდატური და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, თბილისის ზღვის  მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო ნივთებით დაბინძურებული ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ, რადგან აღნიშნული ტერიტორია გამუდმებით მოითხოვს დასუფთავებას.

მანდატურების დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი ქალაქის დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.

მანდატურების თქმით აქცია არ არის ერთჯერადი ხასიათის და  მსგავს ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა   ქალაქებში მომავალშიც  გააგრძელებენ.