მანდატურები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ
28.08.2011
მანდატურებმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული „მომავლის სკოლის“ აღსაზრდელებს მიულოცეს.  ღონისძიების ფარგლებში მანდატურებმა 40-მდე მოზარდს საჩუქრები გადასცეს. მათი თქმით, მსგავს აქციებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ერთი დღე გაულამაზონ. მსგავსი სახის აქციებს მანდატურები მომავალშიც გააგრძელებენ.