მინისტრი ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდა
04.09.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული  სიახლეები და  სამომავლო გეგმები გააცნო.

ჟურნალისტებისათვის ორგანიზებულ სემინარზე მინისტრმა  სამინისტროს 2011 წლის სექტემბერ-დეკემბრის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, დეტალურად შეეხო შემდეგ თემებს:

 

  • სახელმძღვანელოები სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლისთვის;
  • სახელმძღვანელოების დაბალი ფასები და ხელმისაწვდომობა;
  • ახალი სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების გახსნა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
  • E-strategy - ელექტრონული სტრატეგია;
  • 60 000 ნეტბუკი საჩუქრად პრეზიდენტისგან ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს და მათ დამრიგებელს;
  • 1000 პორტატული კომპიუტერი სახელმწიფოსგან წარჩინებულ მოსწავლეებს;
  • პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდა; ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა;
  • საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება;
  • ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება;
  • ქართული ენის სწავლების გაძლიერება;
  • მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლება;
  • პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;
  • უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი პროფესორების ჩამოყვანა;
  • მილენიუმის სასწავლებლის მშენებლობა.  

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტების ყველა შეკითხვას პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უპასუხა.

საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებთან ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.