აჭარის რეგიონის პირველკლასელთა ნეტ-ბუკები ბათუმშია
05.09.2011

სკოლებში პირველკასელთა ნეტ-ბუკების ”ბუკის” გადანაწილება მიმდინარეობს. 15 სექტემრამდე კომპიუტერები საქართველოს მაშტაბით  ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა. 3500-მდე ნეტ-ბუკი აჭარის რეგიონს უკვე გადაეცა  და სკოლებში მათი გადანაწილება მიმდინარეობს.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ”ბუკების” შეტანის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილე სკოლაში პირველკლასელთა დამრიგებლების ტრენინგსაც დესწრო და პედაგოგებსაც გაესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ნეტ-ბუკი ”ბუკი”  საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მასში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  შესაბამოსობაში მყოფი სასკოლო პროგრამები:  სახალისო მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები.  სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ.

სასწავლო პროცესში ნეტ-ბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. ისინი ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ. გარდა ამისა, მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება ისწავლეს.