2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება
მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ
შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას, გაცნობებთ, რომ ,,სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ” საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 06 სექტემბრის №590 ბრძანების პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად:
- სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
წარმოდგენის ვადად დამატებით განისაზღვრა
არაუგვიანეს 2011 წლის 12 სექტემბერი.
- იმ მოსწავლეებს, რომლებმაც
ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, ვერ მოახერხეს ერთი ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა,
უფლება მიეცათ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ
2011 წლის 12 სექტემბრამდე.
ასევე გაცნობებთ, რომ მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, სკოლაში
არსებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.