შეხვედრა საჯარო სკოლების დირექტორებთან
11.09.2011
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრმა შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე დირექტორებისთვის საინტერესო ყველა საკითხი იყო განხილული. მინისტრმა სკოლების ხელმძღვანელებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა კიდევ ერთხელ გააცნო.  დიმიტრი შაშკინმა ყურადღება გაამახვილა ბუკებსა და პირველი კლასიდან ინგლისური ენის სწავლებაზე, ასევე ისაუბრა აბიტურის საათებსა და დირექტორებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც.  ღონისძიების მონაწილეებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს და თითოეულმა მათგანმა ამომწურავი პასუხი მიიღო.

შეხვედრას საქართველოს ყველა რეგიონიდან 150 დირექტორი დაესწრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.