მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ
14.09.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ირინე ქურდაძემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

2010-2011 წლისათვის  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 10 ოქროსა და 17 ვერცხლიმედალოსანია. მედლების გადაცემა წეროვანის №3 საჯარო სკოლაში განხორციელდა.

პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს, მის ფარგლებში 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა  და 1122  ვერცხლის მედალი გაიცემა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 85 საჯარო  სკოლა ფუნქციონირებს. ბევრ მათგანს წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა სკოლების სახურავების შეკეთება და განახლება, გამოიცვალა  კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემები. სკოლები აღიჭურვა ახალი მერხებითა და დაფებით.

წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლებს სულ  1015 პირველკლასელი  შეემატება, რომლებსაც ახალი სასწავლო წლის დაწყებმადე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათთვის  განკუთვნილ  ბუკებს გადასცემს.