შაბათობა თბილისის საჯარო სკოლებში
17.09.2011
მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა გაიმართა. ათი მანდატური, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთდ 151 სკოლას და მის მიმდებარე ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებდა. დღეიდან ამ სასწავლო დაწესებულების ყველა მოსწავლე დღის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ჯანსაღ გარემოში გაატარებს.

მანდატურების დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი სკოლების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.

მანდატურების თქმით ყოველთვიურად მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად იზრუნებენ. აქცია არ არის ერთჯერადი ხასიათის და სკოლის მანდატურები მსგავს ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მომავალშიც გააგრძელებენ.