მანდატურების საჩუქარი სმენადაქვეითებულ ბავშვებს
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა 203-ე საჯარო სკოლის სმენადაქვეითებული მოსწავლეები მოინახულეს. მოზარდებს მანდატურებმა და კომპანია „მითანამ“ ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს.
მანდატურები სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებში სისტემატურად მონაწილეობენ. მსგავსი ღონისძიებები მანდატურებსა და ბავშვებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კეთილგანწყობას და ნდობის გაზრდას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფს. მანდატურების საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
სკოლის მანდატურების თქმით, მანდატურების ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან ნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში.
*******
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.