მინისტრმა თსუ–ის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა
03.10.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილ  სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

2011  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე 4200 აბიტურიენტი, პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე 46, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კი 304 აბიტურიენტი ჩაირიცხა. დღეისათვის თსუ–ში 22 000–მდე სტუდენტი სწავლობს.