დიმიტრი შაშკინი 300-მდე მეთერთმეტე კლასელს შეხვდა
09.02.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს 2011 წელს 10 გამოსაშვებ გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებული ყველა სიახლეე გააცნო. მოსწავლეებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა ფორმით მოხდება გამოსაშვები 10 გამოცდის ჩაბარება და სად ჩაატარდება გამოცდები, რა მნიშვნელობა ექნება წარჩინებულებისთვის მინიჭებულ ოქროს მედალს და ა.შ. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე მინისტრმა მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

2011 წლიდან, მეთორმეტე კლასელები, რომელთაც ატესტატის აღება და  უმაღლესი განათლების მიღება სურთ, საგამოცდო ცენტრებში  არა ოთხ, არამედ, ათ გამოცდას ჩააბარებენ.  მოსწავლე, რომელიც მინიმალური კომპენტენციის ზღვარს ვერ გადალახავს და ატესტატს ვერ მიიღებს, მას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  საშუალებას აძლევს საგნები მომდევნო წელს უფასოდ გადააბაროს. ხოლო მოსწავლეებს, რომლთაც უმაღლესში ჩაბარება არ სურთ და მხოლოდ ატესტატის აღება უნდათ, ასეთები რეგისტრაციას ცალკე გაივლიან.  საგამოცდო ცენტრებში გამოცდები 2011 წლის ივლისში ჩატარდება.

გამოსაშვები გამოცდების გარდა, მოსწავლეთა მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი სახელმძღვანელოების შეცვლასთან დაკავშირებით და რა ღონისძიებები გატარდება სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის საბუნიბისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორიების აღდენის თვალსაზრისით. დიმიტრი შაშკინის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის მეორე ეტაპზე ყველა იმ ხარვეზს აღმოფხვრის, რაც საგანმანათლებლო სფეროში არსებობს.