სოფელ ალგეთში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
13.10.2011
მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთის პირველი  საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გახსნეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდა. სკოლის შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რეაბილიტაცია ორივე სართულზე განხორცილედა. კაპიტალურად შეკეთდა საკლასო ოთახები, დერეფნები. სკოლის შენობა გადაიხურა და შეიცვალა კარ–ფანჯარა.

ალგეთის პირველი საჯარო სკოლა, რომელიც  600  მოსწავლეზეა გათვლილი, აზერბაიჯანულენოვანია და მისი რეაბილიტაცია აზერბაიჯანული მხარისა და კომპანია ”სოკარის” ფინანსური  მხარდაჭერით განხორციელდა.  სკოლის ტექნიკური და ინვენტარით აღჭურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო.