სკოლის მანდატურები საქველმოქმედიო აქციებს განაგრძობენ. ამჯერად
მანდატურები ხარიტონაშვილების მრავალშვილიან ოჯახს თელავში ესტუმრნენ. ხარიტონაშვილების ოჯახს, სადაც
შვიდი მოზარდი ცხოვრობს, მანდატურებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრად ტანსაცმელი,
საყოფაცხოვრებო ნივთები და სასკოლო
ინვენტარი გადასცეს.
ბავშვებმა მანდატურებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს და თავის მხრივ,
სტუმრებს ლექსები წაუკითხეს.
მსგავს აქციებს მანდატურები მომავალშიც
გააგრძელებენ. ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ ოჯახებს, რომლებიც
დახმარებას საჭიროებენ.