რუსთავქალაქობაზე ქვემო ქართლის სკოლების წარჩინებული მოსწავლეები დასაჩუქრდნენ
15.10.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და  ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების 70-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს  საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.

ღონისძიება რუსთავქალაქობის ფარგლებში რუსთავის განახლებულ თეატრში გაიმართა და მას ბევრი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. ამავე დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ და გუბერნატორმა წარჩინებული მოსწავლეები სპექტაკლის პრემიერაზე მიიწვიეს. რუსთავის თეატრში სეზონი გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა ”ლამარას” მიხედვით დადგმული სპექტაკლით  ”გველისმჭამელი” გაიხსნა.

საქართველოს მაშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრების პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს პირველად, მოსწავლეებს საქართველოში დამზადებული კომპიუტერები გადაეცათ.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და სამინისტროს მხრიდან ყველა ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოზარდი იქნება წახალისებული.