საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი პარიზის საკვირაო სკოლის პედაგოგებს პირდაპირი
ჩართვის რეჟიმში ესაუბრა. ტელეხიდი მასწავლებლის სახლიდან განხორციელდა.
შეხვედრას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და მოწვეული ექსპერტებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის
მთავარი თემა ახალი სახელმძღვანელოები და განათლების სისტემაში მიმდინარე
რეფორმები იყო. მინისტრმა პარიზში მყოფი პედაგოგებისგან მათი საჭიროებების
შესახებ ინფორმაცია მიიღო და განაცხადა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად
დაეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საკვირაო სკოლების
განვითარებას. პედაგოგებმა დიმიტრი შაშკინთან იმ მეთოდოლოგიურ გზამკვლევზეც
ისაუბრეს, რომელიც სამინისტრომ სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის
გამოსცა. სახელმძღვანელოს საზღვარგარეთ მოღვაწე მასწავლებლები უკვე
იყენებენ.
მასწავლებლის სახლიდან ტელეხიდები საკვირაო სკოლებთან მომავალშიც გაგრძელდება.