თბილისის №65 საჯარო სკოლაში კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია” ფარგლებში, მოსწავლეებმა ლიტერატურული და ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სამაჩაბლოდან დევნილი ის სტუდენტები, რომლებმაც რუსული
აგრესია საკუთარ თავზე გამოცადეს. ომის დღეებში განცდილი ემოციები სტუდენტებმა
მოსწავლეებს თავად გაუზიარეს. შეხვედრას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე, რომელმაც აღნიშნა: ”ბედნიერია ის
ერი, რომელსაც ასეთი კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავს”.