საქართველოში მყოფი ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლები თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვივნენ, სადაც სკოლის მანდატურებს შეხვდნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.
დელეგაციის წევრებმა №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში ასევე დაათვალიერეს თანამედროვედ აღჭურვილი ჯეოსელის ”მომავლის კლასი”, პირველკლასელთა კორპუსი, ნახეს ნეტბუკების დახმარებით მიმდინარე ინგლისური ენის გაკვეთილი პირველ კლასში, რომელსაც პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული ინგლისურენოვანი მასწავლებელი უძღვებოდა.
თბილისის №1 ექსპერიმენტალური სკოლის მაგალითზე, ამერიკელი სტუმრები საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ, რადგან ამ სკოლაში საქართველოს პრეზიდენტისა და სამინისტროს მიერ ინიცირებული თითქმის ყველა პროექტია დანერგილი.