”სკოლათა დამეგობრების პროგრამის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
26.11.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაბა კოჯრის 214-ე საჯარო სკოლაში საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული ურთიერთიბებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”სკოლათა დამეგობრების პროგრამის” ფარგლებში გაიმართა და მასში 214-ე საჯარო სკოლისა და ამ სკოლასთან დამეგობრებული წალკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

VII-XII კლასის მოსწავლეებმა ანტიკური ხანიდან დღემდე საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს და იმ აქტივობებზე ისაუბრეს, რომელიც ერთი წლის მანძილზე პროგრამის ფარგლებში ერთობლივად განახორციელეს.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეების მონაწილეობით ტოლერანტობისა და ხალხთა შორის მეგობრობის თემაზე  დადგმული სპექტაკლი გაიმართა.