საგნობრივი გზამკვლევების პრეზენტაცია პედაგოგებისთვის
20.12.2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის  დირექტორი ნათია ჯოხაძე თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდნენ და I-VI კლასების საგნობრივი გზამკვლევები წარუდგინეს.

მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს ზოგად­საგან­მა­ნათ­ლებლო სკოლებში  2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებით საფეხურზე დაიწყო. ამ პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის კი პედაგოგებისთვის ხელშემწყობი მასალების შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის, მოწვეული ექსპერტებისა და ფსიქოლოგების მიერ შეიქმნა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევები დაწყებითი საფეხურის საგნებისთვის:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ბუნებისმეტყველება;
  • ჩვენი საქართველო;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • მუსიკა;
  • სპორტი;
  • ხუთი წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი;
  • ინკლუზიური განათლება.

გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ მომზადდა მასწავლებელთა ტრენინგ-მოდულები და საქართველოს მასშტაბით, 30 სატრენინგო ცენტრში უკვე გადამზადდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგები. ტრენინგების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ცენტრის მიერ სულ  5000-მდე პედაგოგი გადამზადდება.