პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს. საბავშვო ავტორების მიერ შექმნილი რუკა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მათთვის გასაგებ ენაზე გააცნობს.
ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მადატურის სამსახურისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარის მაია სიდამონიძის ინიციატივით, საბავშვო-ანიმაციური რუკა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს გადაეცემა.
მაია სიდამონიძის განცხადებით, ანიმაციური რუკებით მოზარდებს წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოს გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, კულტურულ ძეგლებზე და ტურისტულ აქტივობებზე, რაც მათ მოგზაურობის სურვილს ადრეულ ასაკშივე გაუჩენთ.