საახალწლო საჩუქრები ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზდელებს
27.12.2011

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. პატარებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადაეცათ. 

ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონში განსაკუთრებული საჭიროების მქონე 34 ბავშვი სწავლობს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლა-პანსიონზე პატრონაჟი აქვს აღებული და მას სხვადასხვა ფორმით ეხმარება.  ცენტრი მსგავსი აქციების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.