განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციტივით
300-მდე დევნილი პედაგოგი ერთი თვის განმავლობაში
დასქმდება. ამ მიზნით, მინისტრი სამაჩაბლოდან და ახალგორიდან
დევნილ
300-მდე
პედაგოგს
პირადად შეხვდა და სხვადასხვა სკოლებში მათი
დასაქმების დეტალები განიხილა. მინისტრის თქმით, პედაგოგთა დასაქმება განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და განათლების სისტემის ”დამსაქმებელთა გაერთიანების” ძალისხმევით საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით განხორციელდება. ინიციატივამ
პედაგოგების დაინტერესება გამოიწვია, მათ დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვის მინისტრს მადლობა
გადაუხედეს.
შეხვედრისას, ასევე განიხილეს პედაგოგებისთვის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი,
კერძოდ,
ომის დროს დაკარგული დიპლომების აღდგენა. მინისტრის გადაწყვეტილებით უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკლებლივ ყველა დევნილს აღუდგებათ. ამისთვის
მათ განცხადებით უნდა მიმართონ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.
იმ დევნილ პედაგოგებს კი, რომელებსაც
სურვილი აქვთ გაიარონ სერტიფიცირება, სამინისტრო მათზე სწავლების დასაფინანსებელ ვაუჩერებს
რიგგარეშე გასცემს.
დევნილ პედაგოგთა დასაქმებაზე პედაგოგთა რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო.