საგრანტო დაფინანსების ახალი პრიორიტეტები

2011წელს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტებით დაფინანსების აქამდე არსებული სისტემა პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების დაფინანსებით შეიცვალა. ძირითადი ყურადღება მიექცა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებების დაფინანსებას, დაფინანსების 80% მიმართული იქნა სწორედ ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ჰუმანიტარული დარგებზე  მხოლოდ 100%-იანი გრანტის მფლობელები დაფინანსდნენ, ხოლო 100%-იანი გრანტის მიღმა დარჩენილ სტუდენტებს სახელმწიფო აფინანსებს იმ შემთხვევაში  თუ მათ მეოთხე საგნად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები აქვთ ჩაბარებული.