საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები,
კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა:
- საუკეთესო მოსწავლე-თბილისის №116 საჯარო სკოლის მეათეკლასელი ლევან
კაპიტანოვი;
- საუკეთესო მასწავლებელი - თბილისის №61 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნუნუ
ნებიერიძე;
- საუკეთესო მასწავლებელი - პროგრამის
”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, მარნეულის რაიონის სოფელ
სადახლოს №2 საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი გელა
აბრამიშვილი;
- საუკეთესო ინგლისურენოვანი მასწავლებელი - პროექტის ”ასწავლე და
ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, ბათუმის
მერვე საჯარო სკოლის უცხოელი
მოხალისე პედაგოგი ვოლტერ ზენო მუნოზი;
- საუკეთესო სკოლის დირექტორი - 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი
ხუსკივაძე;
- საუკეთესო მანდატურები - თბილისის №166 საჯარო სკოლა - გურამ
ილურიძე, ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა - ჯილდა
ჯალაღონია, ბაქსვუდის
საერთაშორისო სკოლა ,,თბილისი’’ - ლია
ქევანიშვილი;
- საუკეთესო საჯარო სკოლა - ყვარლის
№2 საჯარო სკოლა;
- საუკეთესო კერძო სკოლა - ქართულ-ამერიკული
უმაღლესი სკოლა;
- საუკეთსო რესურსცენტრის ხელძღვანელი - ვანის რესურსცენტრის უფროსი -
ივანე კორძაძე.
დიმიტრი
შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული
ჯილდოები გადასცა, საუკეთესო მოსწავლე ლევან კაპიტანოვი კი, მინისტრის გადაწყვეტილებით, ზაფხულში ლონდონში ენის საზაფხულო სკოლაში
გაემგზავრება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მომავალშიც
წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო
და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
Video