საახალწლო საჩუქრები მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს
31.12.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტრადიციულად საახალწლოდ  განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა №200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს  ეწვია. პოპულარულ წამყვანთან დუტა სხირტლაძესთან  ერთად  მინისტრმა მოზარდებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული მიუტანა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენა გაუმართეს.

№200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  162 მოსწავლე სწავლობს, მათგან  124 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს.  არიან მოზარდები, რომელთაც თავისუფლად გადაადგილების პრობლემები აქვთ, აქედან გამომდინარე, გასულ წელს საახალწლოდ დიმიტრი შაშინმა მათ საკუთარი სასკოლო ადაპტირებული ავტობუსი გადასცა.

№200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებზე და ზოგადად ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებათა ბინადრებზე ზრუნვა სამინისტროსთვის პრიორიტეტია, ეს ბავშვები არასდროს რჩებიან ყურადღების მიღმა მითუმეტეს, განსაკუთრებულ დღეებში.


Video