დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. საგანგებოდ მათთვის საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა, ბავშვების მხიარულ განწყობაზე ბასტი-ბუბუს მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ, ბავშვებმა ბევრი საჩუქარიც მიიღეს. საახალწლო ზეიმში სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.
მომავალი თაობის წახალისება, მათი სწავლით დაინტერესება სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, იმ ბავშვებზე ზრუნვაა, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ თანადგომა და სიყვარული. სამინისტრო ცდილობს ასეთი მოზარდები არ დარჩნენ ყურადღების მიღმა მითუმეტეს, განსაკუთრებულ დღეებში.
Video