მანდატურებმა შობა №200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს მიულოცეს
07.01.2012
მანდატურებმა №200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს, შობა მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენა გამართეს.

№200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  162 მოსწავლე სწავლობს, მათგან 124 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს

მანდატურების თქმით,  მოზარდების გახარება და მათთვის ერთი დღის გალამაზება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. მსგავს ღონისძიებებს მონდატურები მომავალშიც გააგრძელებენ.