მანდატურებმა ახალი წელი სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს მიულოცეს
08.01.2012
მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. ახალიწელი  მანდატურებმა  მოზარდებთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

მოზარდებმა და  მანდატურებმა  თოვლის ბაბუას ერთად მიწერეს სურვილები და კონვერტით გაუგზავნეს.

სამტრედიის №15 სკოლა–პანსიონში ქუთაისის მანდატურების სტუმრობა კვლავაც გაგძრძელდება. მათი მიზანია, იზრუნონ სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოებაზე. ქუთაისის სკოლის მანდატურები სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდებს კიდევ ბევრ ლამაზ სიურპრიზს ჰპირდებიან.

სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 20 მოსწავლე ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის.